ევროპა ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება
ევროპა ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება. ენ ბი სი ნიუსის ცნობით, ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ უკრაინის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი საკუთარ არმიას მათ წინააღმდეგ მიმართავს. ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ლიეტუვა რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდების დანაღმვას გეგმავს, ბალტიის ზღვის სიახლოვეს ნატოს გემები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე ნადირობენ, ევროპის ქვეყნების თავზე კი ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომლის მიზანიც უშუალოდ მოსკოვის მიერ ნასროლი რაკეტების ჩამოგდება იქნება.
