2024 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ახალგაზრდები 63 მუნიციპალიტეტიდან დაესწრნენ
2024 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ახალგაზრდები 63 მუნიციპალიტეტიდან დაესწრნენ. კონკურსის გამარჯვებულები ქვეყნის მასშტაბით სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულები სპეციალური პლატფორმის საშუალებით შეირჩნენ, სადაც 6000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხალისე დარეგისტრირდა. მთელი წლის განმავლობაში ისინი ამ პლატფორმის გამოყენებით აზიარებდნენ ისტორიებს მათი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ.
