დღეს ნინოობაა
დღეს ნინოობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წირვა-ლოცვა ტარდება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში. სიონის საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. ნინოობის დღესასწაულს ულოცავს საზოგადოებას პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაბამისი განცხადებები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
