ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი წარდგენა ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება. მიმდინარე წელს ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება, რომელიც 17 მილიონ ლარზე მეტია
