“ჰამასი” მიმდინარე კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი ორშაბათიდან, ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს
“ჰამასი” მიმდინარე კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი ორშაბათიდან, ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს. გასათავისუფლებელ მძევალთა სიაშია სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი, რომლის გათავისუფლება ერთ- ერთი პირობა იყო იმისთვის, რომ ისრაელს ღაზის მოსახლეობისთვის, ჩრდილოეთ გასასვლელი გაეხსნა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება, ძალაში შევიდა 19 იანვარს, რის შემდეგაც, 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.
