ათენში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
ათენში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა და 2023 წლის 28 თებერვალს, სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას მომხდარი ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით, მთავრობა გულგრილობაში დაადანაშაულა. აქცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნიღბიანი პირები პოლიციას თავს დაესხნენ და მათ ე. წ. “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია ერთი მოქალაქე, ხოლო რამდენიმე, მათ შორის ერთი ჟურნალისტი დაშავდა.
