უნგრეთის პრემიერი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს
უნგრეთის პრემიერი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს. განცხადებასთან ერთად ვიქტორ ორბანმა ერთ ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს რომ ევროკავშირი ლუზერთა კლუბად ქცევის რისკის წინაშეა და რომ გაერთიანებაში ცვლილებების დროა.
