არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძე შეხვდა ტოლერანტობის მინისტრს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძე შეხვდა ტოლერანტობის მინისტრს, შეხვედრას პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ეხმიანება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შედგა მნიშვნელოვანი საუბარი, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.
