საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი ფრედ დაასრულა
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი მასპინძელ ლიეტუვასთან ჩაატარა და შეხვედრა ფრედ, 7-7 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვმა დააწინაურა. მანვე მეორე ტაიმში კიდევ 4 გოლი გაიტანა. ჩვენი ქვეყნის ასაკობრივმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.
