მიხა ხელაშვილის დაბადების 125-ე და გარდაცვალების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოფელ ჩარგალში ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის დაბადების 125-ე და გარდაცვალების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თარიღთან დაკავშირებით, თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მის საფლავთან გადაიხადა. ღონისძიებაზე ადგილობრივ ანსამბლ „ლაშარელას“ მიერ შესრულდა რამდენიმე სიმღერა. მიხა ხელაშვილის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.
