ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება
ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სტრასბურგში მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს არა ერთი შეხვედრა. ქართული დელეგაცია სტრასბურგში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. რადიკალები, არჩევნებში მრავალჯერ დამარცხებული ოპოზიცია ისევ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მიმართავს და ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. საქართველოს მხარეს მტკიცე არგუმენტებია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის შემთხვევაში ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების დაზიანების შესაძლებლობა არ ექნება.