საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „იმართან“ რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში.
