საფრანგეთის ტოპ 14-ში „ლიონმა“, სადაც დავით ნინიაშვილი თამაშობს, „ბორდოსთან“ ურთულესი შეხვედრა 22:20 მოიგო
საფრანგეთის ტოპ 14-ში „ლიონმა“, სადაც დავით ნინიაშვილი თამაშობს, „ბორდოსთან“ ურთულესი შეხვედრა 22:20 მოიგო. ქართველმა მორაგბემ კი შესანიშნავი ლელო მიითვალა. ნინიაშვილის გარდა „ლიონში“ კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ბექა საღინაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ირაკლი აფციაური თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
