ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 3 შეხვედრა მოიგო. მან რუსი მეტოქე 15:11 დაამარცხა, შემდეგ გერმანელს 15:8 სძლია, მეოთხედ ფინალში კი ასევე კიდევ ერთ გერმანელს 15:10 აჯობა. ბაზაძე ნახევარფინალური შეხვედრა სამხრეთ კორეელ სანგუკ ოთან 13:15 დათმო და მესამე კატეგორიის სინჯის მედალს დაეუფლა. ეს პირველი ტურნირია ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ქართველი მოფარიკავე გამოვიდა და 2025 წელი მედლით დაიწყო.
