კვარაცხელიას დებიუტი
საფრანგეთის ლიგა ერთის მე-19-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. „პარი სენ ჟერმენმა“ სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, „რეიმსს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 23 წლის შემტევის პრეზენტაცია თამაშის დაწყებამდე მოხდა. მან სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს 7-ნომრიანი მაისური წარუდგინა. კვარა პირველივე თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე გადაცემაც მიითვალა.