ბელარუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ბელარუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში კიდევ ერთხელ, 5-წლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს. სარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იქნება გახსნილი.
