ტრამპის ადმინისტრაციაში საგანგებო დავალებათა დესპანი, რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება
ტრამპის ადმინისტრაციაში საგანგებო დავალებათა დესპანი, რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. გრენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა და მიჰყვეს მშვიდობიან დემონსტრაციებს. ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს. მისი თქმით, არ უჭერენ მხარს მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალის გამოყენებით იკავებს სამთავრობო შენობებს.
