ილონ მასკმა გერმანიის ულტრა მემარჯვენე პარტიის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა
ილონ მასკმა გერმანიის ულტრა მემარჯვენე პარტიის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და სოლიდარობის ნიშნად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა. წინა საარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, პარტიის ლიდერთან, ალისა ვაიდელთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.
