შეერთებული შტატების სენატმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემი დაამტკიცა
შეერთებული შტატების სენატმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემი დაამტკიცა. ტრამპის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას 59-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 34 წინააღმდეგი იყო. კანონმდებლების მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ მან თქვა, რომ საზღვრის უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
