„როიტერსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ტრამპმა თქვა სურს ეგვიპტემ, იორდანიამ და სხვა არაბულმა სახელმწიფოებმა ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი მიიღონ. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ეს წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფესთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ საკითხის განხილვას ეგვიპტის პრეზიდენტთან.
