აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ზუგდიდის მერ მამუკა წოწერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ზუგდიდის მერ მამუკა წოწერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიურად ჩართულობის აუცილებლობას დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში. ლაშა ქარდავა ზუგდიდის მერთან ერთად სამედიცინო ცენტრ „დიო მედის“ ზუგდიდის ფილიალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა 2025 წლის გეგმებზე და საერთო პროექტებზე.