გაყინული დაფინანსება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი თვით გაყინა დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. გამონაკლისი მხოლოდ ისრაელისა და ეგვიპტისთვის დაიშვა. ბრძანება უკვე გაეგზავნათ ამერიკის საელჩოებს და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობებს. გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეზღუდვები უკრაინის სამხედრო დახმარებასაც შეეხება, თუმცა როგორც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, შეერთებულ შტატებს კიევისთვის სამხედრო დახმარება არ შეუჩერებია. სააგენტო „როიტერსს“კი „იუსაიდის“ წარმომადგენელმა განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს ყველა სამუშაოს შეწყვეტის განკარგულება მისცეს. სამი თვის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დონალდ ტრამპს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც ის მიუთითებს, თუ რომელი პროგრამების დაფინანსებაა მიზანშეწონილი ვაშინგტონისთვის
