დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში პსჟ „რეიმსს“ დაუპირისპირდება
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში პსჟ, „რეიმსს“ დაუპირისპირდება. დღევანდელ შეხვედრაში შედგება ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ს მაისურით. კვარაცხელია ახალ გუნდს გასულ კვირას, ნაპოლიდან 70 მილიონ ევროდ შეუერთდა. ქართველმა გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და როგორც მისმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ფეხბურთელი თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არის
