სერბეთის პრეზიდენტი: შეურაცხყოფის მიუხედავად, ვიწვევ აქციის მონაწილეებს დიალოგზე, გვითხრან, რომელი მოთხოვნა არ შესრულდა და შევასრულებთ
შეურაცხყოფის მიუხედავად, ვიწვევ აქციის მონაწილეებს დიალოგზე, გვითხრან, რომელი მოთხოვნა არ შესრულდა და შევასრულებთ. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე გამართულ კონტრაქციაზე განაცხადა. ალექსანდრ ვუჩიჩიმა ოპოზიცია მოსახლეობაზე ზეწოლასა და ქვეყნის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა და აქციის მონაწილეებს დიალოგი შესთავაზა. სერბეთში მიმდინარე ანტი სამთავრობო აქციების გამო ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები დროებით დაიხურა. დემონსტრანტები ვუჩიჩის მთავრობას კორუფციასა და ნეპოტიზმში სდებენ ბრალს
