კიტ კელოგი: უკრაინამ სამი წლის განმავლობაში ომში უფრო მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში
უკრაინამ სამი წლის განმავლობაში ომში უფრო მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში. ამის შესახებ უკრაინის საკითხში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა. კიტ კელოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპს ომის დასრულება დიალოგის გზით შეუძლია. მისივე თქმით, მოსკოვზე ზეწოლის ეფექტური საშუალებაა ნავთობის ფასის შემცირებაც, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს უკვე შესთავაზა
