მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩამოვედი. ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელთა გამბედაობაც უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას. განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ერთმანეთის დახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება უკრაინის საიმედო მეზობლად“ – წერს სანდუ
