„ჰამასმა“ კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ კიდევ 4 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისინი ღაზაში „წითელ ჯვარს“ გადასცეს. ოთხივე მათგანი ქალია. მათ 200-მდე პალესტინელ პატიმარში გაცვლიან. უახლოეს მომავალში კი „ჰამასი“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებ, რომლებსაც ეტაპობრივად, მომდევნო 5 კვირის ვადაში გაათავისუფლებენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე 33 ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლდეს
