სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარასპორტსმენებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პარასპორტსმენებთან, მწვრთნელებსა და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე
