მაია ომიაძე მადრიდში, საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა
მაია ომიაძე მადრიდში, საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილესი ავია კომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს