ანტონიო გუტიერეში პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ირაკლი კობახიძეს
ანტონიო გუტიერეში პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ირაკლი კობახიძეს. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გაერო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
