სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნიკა კაციას უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ ბრალდებული სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას. ცნობისთვის, ერთ-ერთმა აქტივისტმა თათი მელიქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ ნიკა კაციას საკვებს არ აძლევენ. მის ბარათს, კი მისი თქმით, თანამესაკნე უკანონოდ იყენებს
