ანტონიო გუტიერეში პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ირაკლი კობახიძეს
ანტონიო გუტიერეში პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ირაკლი კობახიძეს. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
