საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სერბეთშიც
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სერბეთშიც. აქციების გამო ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები დროებით დაიხურა. მოსახლეობა ვუჩიჩის მთავრობას კორუფციასა და ნეპოტიზმში სდებს ბრალს. პროტესტი სერბეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მიზეზი ახალ გარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევა გახდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
