სლოვაკეთის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება
სლოვაკეთის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება. აქციის ორგანიზატორები ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან. ისინი რობერტ ფიცოს მთავრობას რუსეთის მოკავშირეობაში სდებენ ბრალს. ბრატისლავაში, ანტი სახელისუფლო აქციის პარალელურად, მთავრობის მხარდამჭერებმა კონტრაქცია მოაწყვეს. ორი დღის წინ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით
