ომის დასრულების პერსპექტივა
ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მოსკოვი ვაშინგტონის სიგნალს ელის, ამერიკის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ომის დასრულების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, რაც შეიძლება, მალე სურს და სამზადისი უკვე დაწყებულია. ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა მარტივი არ იქნება - პოტენციური მოლაპარაკებისთვის მოსკოვი მთავარ პირობად უკრაინისთვის ნატოს კარის სამუდამოდ დახურვას აყენებს, კიევი კი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიად სწორედ ალიანსში მიწვევას ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
