ცხელი ხაზი - 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ცხელი ხაზის ნომერზე - 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც შესაძლებელია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიღებული ინფორმაციის საფუძვლიანი შესწავლის და შემდგომი ოპერატიული რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.