ახალი სკოლები
ქვეყნის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება, პრემიერმა განათლების მინისტრთან ერთად, განახლებული სასწავლებლები ამჯერად იმერეთის რეგიონში ნახა. განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელში და ზესტაფონში.
