დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაზარალებულ დასახლებებს ეწვევა
დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაზარალებულ დასახლებებს ეწვევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კალიფორნიის სტიქიის ზონაში დღეს ჩავა. ორი კვირის წინ, ლოს-ანჯელესის ოლქში გაჩენილმა ტყის ხანძარმა მსხვერპლი და მილიარდობით დოლარის ფინანსური ზარალი გამოიწვია. სტიქიასთან ბრძოლის კუთხით დონალდ ტრამპმა შტატის გუბერნატორი, არაერთხელ გააკრიტიკა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რეზერვუარებში წყლის სწორი გადანაწილების შემთხვევაში, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას გაცილებით ნაკლებ დროში შეძლებდნენ და ხანძარი ამ მასშტაბებს არ მიაღწევდა.
