კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბრისთვის მზად არის
კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბრისთვის მზად არის. დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ვაშინგტონისგან კონკრეტულ სიგნალს ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია უკრაინის პრეზიდენტი მზად იყოს შეთანხმების მიღწევისთვის, რადგან საამისოდ მოლაპარაკებებია საჭირო, ვოლოდიმირ ზელენსკის კი განკარგულება აქვს გაცემული პუტინთან დიალოგის აკრძალვის თაობაზე.
