ვიქტორ ორბანის განცხადებით, მთავარი გამოწვევა გარე ლიბერალური გავლენისგან ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაა
ვიქტორ ორბანის განცხადებით, მთავარი გამოწვევა გარე ლიბერალური გავლენისგან ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ცენტრში არის კითხვა: დაუშვებენ თუ არა ბრიუსელის მიერ მარიონეტული მთავრობის დანიშვნას თუ შეინარჩუნებენ ეროვნული ინტერესების მქონე მთავრობას. ვიქტორ ორბანი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, უნგრეთისთვის ნარატივი შეიცვალა, რადგან ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და უნგრეთის პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა.
