აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი - 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი - 143, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიღებული ინფორმაციების საფუძვლიანი შესწავლის და შემდგომი ოპერატიული რეაგირების აუცილებლობაზე. ცხელ ხაზის ნომერზე - 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც შესაძლებელია.