საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია. გადახდის სისტემა რამდენიმე საათის განმავლობაში დროებით გათიშული იყო. თბილისის მერიის განცხადების თანახმად, სისტემა სავარაუდო კიბერშეტევის გამო დროებით გაითიშა. მერიაში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას ერთი-ერთი ბანკის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ, ხარვეზი დაფიქსირდა და აუდიო ჩანაწერი ირთვებოდა. მომხდარს გამოეხმაურა „შპს ემსი პლიუსი“. ამბობენ, რომ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და უმოკლეს დროში დაიწყო მის დასადგენად აქტიური მუშაობა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
