საქართველომ უკვე მეორედ ევროკომისიას „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ წარუდგინა
საქართველომ უკვე მეორედ ევროკომისიას „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ წარუდგინა. დოკუმენტის მომზადებისას საქართველო მეტწილად ეფუძნება საშუალოვადიანი დაგეგმვის მიზნებს და პარამეტრებს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან გამომდინარეობს. საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
