პრემიერმა განათლების მინისტრთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის განახლებული საჯარო სკოლა გახსნა
დღესვე პრემიერმა განათლების მინისტრთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის განახლებული საჯარო სკოლა გახსნა. ალექსანდრე წულაძემ მთავრობის მეთაურს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა გააცნო და ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერმა და განათლების მინისტრმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რისთვისაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
