პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ქალაქ ზესტაფონის სრულად განახლებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ
პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ქალაქ ზესტაფონის სრულად განახლებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ. ირაკლი კობახიძე და ალექსანდრე წულაძე გაეცნენ ახალ ინფრასტრუქტურას. სკოლის რეაბილიტაციაზე მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ იმუშავა. სკოლის შენობა 1 040 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
