პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია დისკრედიტებულია
რადიკალური ოპოზიცია დისკრედიტებულია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ არცერთ გეგმას განხორციელება არ უწერია. მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონკრეტული სტრატეგია ჰქონდათ, რომელსაც 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე შეასრულებდნენ, ახლა ამბობენ, რომ მათი მთავარი გეგმა აქციებია.
