პრემიერ-მინისტრმა სანქციების პოლიტიკა შეაფასა
პრემიერ-მინისტრმა სანქციების პოლიტიკა შეაფასა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ - ერთადერთი ინტერესით, საქართველოს ომში ჩასართავად. ირაკლი კობახიძის თქმით, შანტაჟს ეფექტი ვერ ექნება.
