პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის საკითხზე ისაუბრა
პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკულ მხარეს სთავაზობენ, კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი იქნება, ურთიერთობები გადაიტვირთება.
