თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც საქმის ფარგლებში მის ხელთ არსებულ ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე წარადგინა. თეიმურაზ წიქვაძემ ისაუბრა ბაჩიაშვილთან გაგზავნილ წერილზეც. განაცხადა, რომ ეს იყო მორიგების მცდელობა, რა პროცესიც დაზარალებულ მხარესთან თავად ბრალდების მხარემ წამოიწყო. პროკურატურისთვის დღევანდელმა ჩვენებებმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალეულობა დოკუმენტურად კიდევ ერთხელ დაადასტურა, თავად ბაჩიაშვილი კი ბრალს აბსურდს უწოდებს.
