რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა
რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციონერობა თავშესაფარია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები. ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტიურობაზე საუბრობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
